1. მიმწოდებლის მონიტორინგი პერიოდულად ხორციელდება განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით, სატელეფონო კომუნიკაციის ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტის განხორციელების საშუალებით. შემთხვევის ადგილზე ვიზიტით შემოწმებისას ხორციელდება მოსარგებლესთან მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში მშობელთან/პირის კანონიერ წარმომადგენელთან და მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.
2. თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთი შემთხვევაში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება შემოწმების შედეგების მიხედვი