1. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში (კოდი: 06 02 06 03)“ ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის მეშვეობით.

3. მომსახურების მიმწოდებელია პირი/ორგანიზაცია (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეთანხმება ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვაუჩერის პირობებს და გაივლის რეგისტრაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილ ელექტრონულ მოდულში (შემდგომში – ელექტრონული მოდული).

4. ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციასთან ერთად მიმწოდებელი წერილობითი ფორმით უდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

5. პირის/ორგანიზაციის მიერ ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი ინფორმაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიე