1. ბენეფიციარისათვის მომსახურების მიწოდების კონტროლი ხორციელდება განმახორციელებლის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, წინასწარ შერჩეული შემთხვევების ინსპექტირების გზით, სატელეფონო კომუნიკაციის ან საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ვიზიტის განხორციელების საშუალებით. შემთხვევის ადგილზე ვიზიტით შემოწმებისას ხორციელდება მოსარგებლესთან მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში  მშობელთან/პირის კანონიერ წარმომადგენელთან და მიმწოდებელთან დასაქმებულ პერსონალთან გასაუბრება.

2. მონიტორინგისას უნდა შედგეს შემოწმების აქტი. მონიტორინგის დასრულებისას შემოწმების აქტს ხელს აწერს მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენელიდა ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს შემოწმების აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.

3. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელთან განხორციელდეს მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლის განმეორებითი ვიზიტი.

4. თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევებში ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის თანხა, რომელიც არ დასტურდება გადამოწმების შედეგების მიხედვი