1. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ შეღავათს მიიღებენ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, მომსახურების გაწევამდე წინა თვის მდგომარეობის ამსახველ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არაუმეტეს 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში დაფიქსირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები.

2. „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამის ფარგლებში განისაზღვროს ლიმიტი – თვეში 2638 (ორი ათას ექვსას ოცდათვრამეტი) პირის ოდენობით, ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად.

3. ქვეპროგრამაში ჩასართავად მოსარგებლე პირი (უფლებამოსილი წარმომადგენელი) მიმართავს ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებელს და აცხადებს თანხმობას ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი წესით.

4. მოსარგებლე პირს უფლება აქვს მიიღოს გათვალისწინებული შეღავათი მხოლოდ ერთ წრეზ