1. „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ (კოდი: 06 02 06 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში (კოდი: 06 02 06 02)“ ქვეპროგრამებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი