1. თვეში ერთ მოსარგებლე პირზე (მოსწავლეზე) დაფინანსების ოდენობა შეადგენს:

ა) „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისათვის“ არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ) „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“ ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისთვის“:

ბ.ა) მხატვრული კითხვა – არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ.ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება- არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი ) ლარი;

ბ.გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება – არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ.დ) ქორეოგრაფიული სტუდია-არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარი;

2. ანგარიშგებისას, თვეში გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად, ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ სწავლების (მომსახურების გაწევის) თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე წარდგენილი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტი და ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის ბენეფიციართა რეესტრ