1. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თვეების წინა თვის მდგომარეობის ამსახველ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ შშმ პირის რეგისტრაციის საფუძველზე, თუ ქვეპროგრამის ფარგლებში პირზე ერთხელ მაინც გაცემულია ფულადი დახმარება.
2. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისთვის კუთვნილი თვეების ფულადი დახმარების გაცემა ასევე ხორციელდება წლის განმავლობაში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, თუ პირი რეგისტრირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და განცხადებას თან ერთვის მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ვერიფიკაციის ან აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის იდენტიფიკაციისთვის ისარგებლოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრით“ გათვალისწინებულ მონაცემებზე წვდომის უფლებით, ელექტრონული სახით.
4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გადაირიცხება მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის პირად საბანკო ანგარიშზე.
5. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება ამავე პუნქტით განსაზღვრულ თვეებში გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გადარიცხვის მომენტისათვის ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ფიქსირდება ინფორმაცია დახმარების მიმღები პირის სახელზე არსებული აქტიური საბანკო ანგარიშის შესახებ. ასეთის არარსებობის შემთხვევაში დახმარება გაიცემა მომსახურე ბანკიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების თვეში.
6. 2025 წლის კუთვნილი ფულადი დახმარება შესაძლებელია გაიცეს 2025 წელს მოქმედი წესის შესაბამისად, 2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში იმ პირთათვის, რომლებმაც განცხადება წარმოადგინეს 2025 წლის 10 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ასევე იმ მოსარგებლეებისათვის, რომლებზეც საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ ინფორმაცია მომსახურე ბანკიდან მიღებული იქნა 2026 წლის 10 მარტამდ