1.ქვეპროგრამის განმახორციელებელი თანხის გაცემის თვის 10 რიცხვამდე ახორციელებს ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღები პირების სიის ფორმირებას და აღნიშნული სიის მომსახურე ბანკისათვის გაგზავნას საბანკო ანგარიშების გასახსნელად და მათი აქტიური საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მომსახურე ბანკიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ყოველი თვის 20 რიცხვამდე ადგენს თანხის მიმღები პირებისათვის დახმარების გადარიცხვის რეესტრს და წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს, რომელიც წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, მომსახურე ბანკის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი თანხების ჩარიცხვას საბანკო ანგარიშებზე.
დანართი №6
„უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ (კოდი: 06 02 06 01) ქვეპროგრამის განხორციელების წე