1. „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ (კოდი: 06 02 06 01) ქვეპროგრამის განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“  ქვეპროგრამის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში (კოდი: 06 02 06 01)“  ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი