1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და ოჯახში ფიქსირდება მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირი.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში ფულადი დახმარება გაიცემა სამ ნაწილად, მაისში, აგვისტოში და დეკემბერში, თითოეულ თვეში 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ჯამურად, წელიწადში 1050 (ათასორმოცდაათი) ლარ