1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს ბენეფიციარისათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებას, რაც გულისხმობს:

ა) ბენეფიციარის იდენტიფიცირებას;

ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შედარებას ცალკეულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარებას შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები ბენეფიციარებისათვის მომსახურების მიმწოდებელს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელა