1. „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში“ (კოდი: 06 02 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში“ (კოდი: 06 02 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში

„სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების“ (შემდგომში – ქვეპროგრამა) განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში (კოდი: 06 02 06 03)“ ქვეპროგრამაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.

3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი