1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ფორმის ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ერთი გაკვეთილის ფასის შესაბამისად (არაუმეტეს 5,83 ლარი), გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ერთი გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5.83 ლარს. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება თვეში არაუმეტეს 12 გაკვეთილი.

3. მიმწოდებელს სრულად აუნაზღაურდება თვეში 12 გაკვეთილის/ვიზიტის ღირებულება ქვეპროგრამის ყველა იმ მოსარგებლისათვის, რომელსაც ის უწევს მომსახურებას, თუ ამ მოსარგებლეების არანაკლებ 80%-მა სრულად ისარგებლა თვის გრაფიკით გათვალისწინებული 12 გაკვეთილით, ხოლო ამ მოსარგებლეების დანარჩენი 20%-ის შემთხვევაში, თითოეული მოსარგებლის მიერ გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა თვეში არ აღემატება 4 გაკვეთილ