1. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ შეღავათს/დაფინანსებას მიიღებენ მომსახურების გაწევის თვის წინა თვის მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ქალაქ თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის პირები (შემდგომში ბენეფიციარები).

2. მომსახურების გაწევის თვის განმავლობაში სარეიტინგო ქულის ცვლილება ან ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა არ წარმოადგენს დაფინანსების შეწყვეტის საფუძველს თვის დასრულებამდე.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 700 ბენეფიციარისა.

4. მოსარგებლეები მომსახურების მისაღებად რეგისტრირდებიან ელექტრონულ მოდულში, სადაც მოცემულია როგორც მოსარგებლის, ასევე მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო და სააგენტოს ბაზის მონაცემები.

5. მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია მიმწოდებლის თავისუფალი არჩევის საშუალება. იგი ელექტრონული მოდულის საშუალებით, შეთავაზებულ მიმწოდებელთა სიიდან ირჩევს მისთვის სასურველ პირს/ორგანიზაციას.

6. მომლოდინეთა რეესტრში ხვდებიან მოსარგებლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. რიგის ფორმირების შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის გამოჩენისას, მომლოდინეთა რეესტრში არსებულ მოსარგებლეთა ჩართვა ბენეფიციართა სიაში ხდება რიგითობის დაცვით.

7. ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში მომლოდინე 5 კალენდარული დღის განმავლობაში ელექტრონული მოდულის საშუალებით თანხმობას აცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავებაზე. თუ მომლოდინეთა რეესტრში დარეგისტრირებული პირი 5 კალენდარული დღის განმავლობაში თანხმობას არ განაცხადებს ვაკანტური ადგილის დაკავების თაობაზე, მას შეეცვლება რიგითობა მომლოდინეთა რეესტრში.

8. მომლოდინეთა რეესტრში რეგისტრაცია უწყდება მოსარგებლეს, თუ იგი უარს აცხადებს ქვეპროგრამაში ჩართვაზე.

9. ბენეფიციარისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქვეპროგრამიდან გასვლის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საანგარიშგებო თვის წინა თვის მდგომარეობით სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ოჯახის სარეიტინგო ქულის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან;

ბ) საანგარიშგებო თვის პირველი რიცხვისთვის ბენეფიციარის ასაკის შეუსაბამობა ამ წესით განსაზღვრულ პირობასთან;

გ) ბენეფიციარის მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა (გაცდენა), თვეში მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ვიზიტების 2/3-ზე მეტით. განხორციელებული ვიზიტები ექვემდებარება ანაზღაურებას (საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაცდენები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით);

დ) ბენეფიციარის ან კანონიერი წარმომადგენლის მომართვა ქვეპროგრამიდან გასვლის შესახებ.

10. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები ხორციელდება ავტომატურად, ელექტრონული მოდულის საშუალები