1. ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მერიაში მიმართვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე და ქვეპროგრამაში ვაკანტური ადგილის არსებობისას.

2. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რასაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV- 100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის მერიაში წარდგენამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, ADOS ტესტირების შედეგი.

დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი;

3.განმცხადებელი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ქვეპროგრამის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ რეგისტრირდება ქვეპროგრამის მოსარგებლედ.

4. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად განცხადების რეგისტრაციის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

5. დადგენილი ლიმიტის შევსების შემთხვევაში, შედგება მომლოდინეთა რიგი. ქვეპროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი მიენიჭება მომლოდინეთა რიგში მყოფ იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა მერიას განცხადებით.

6. მოსარგებლეს შეუძლია შეიცვალოს დაწესებულება პროგრამით სარგებლობის 6 თვის გასვლის შემდეგ, რისთვისაც მან 1 თვით ადრე უნდა აცნობოს პროგრამის განმახორციელებელს და ახალი დაწესებულებიდან წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისი