1. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) ბენეფიციარების სამკურნალო/სარეაბილიტაციო ხარჯების დაფარვას შემდეგი სახით:

ა) ბენეფიციარი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არაუმეტეს 70 000 სარეიტინგო ქულით და დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული შემდეგი კლასიფიკატორი - R62 დაფინანსდება  წლიურად არაუმეტეს 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.

ბ) ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - G 80 და Q 90   დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.

2. ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური.

3. თუ მოქალაქის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ პროგრამის მე-2 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს იმ  დაწესებულებას, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ  არის წარმოდგენილი ინვოისი.

4. ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის საფუძველზ