1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ამოწმებს მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციას. შემოწმებას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნულის შესახებ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობოს დაწესებულებას და მისცეს 1 თვე აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მომდევნო თვეში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურება არ ანაზღაურდება.
3. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სახელზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელით გაცემული წერილის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი მომსახურების გამწევისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ამზადებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ).
დანართი №4
„გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ ქვეპროგრამის (კოდი 06 01 05) განხორციელების წე