1. ამ წესის (პროგრამული კოდი 06 01 05) მიზანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების და მოზარდების (შემდგომში - ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით  შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურ