1. ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში ფინანსდება არაუმეტეს 100 (ასი) ბენეფიციარი.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 210 ლარისა.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის არანაკლებ ერთსაათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 ლარს და ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში, თვეში ფინანსდება არაუმეტეს 10 სეანსი, ხოლო დამატებითი სეანსების ღირებულება შესაძლებელია ანაზღაურდეს მოსარგებლის (პაციენტის) მხრიდან. თვეში 10 სეანსის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, თვის დარჩენილი სეანსები მომდევნო თვეში არ ანაზღაურდება.

5. მომსახურების გამწევი დაწესებულების სახელზე, მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილი გაიცემა 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ პროგრამის მოსარგებლემ არ შეცვალა დაწესებულება, წერილის მოქმედების ვადა გაგრძელდება 6 თვით.

6. აღნიშნული მომსახურება ანაზღაურდება მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის თვიდან მოსარგებლის 16 წლის ასაკის შესრულებამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება, ასევე 16 წლის შესრულების თვის მანძილზე მოსარგებლისათვის მიწოდებული მომსახურებ