1.მოქალაქეთა მედიკამენტებითა და ტესტ-ჩხირებით დახმარების ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).

2. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიმღები უნდა განეკუთვნებოდეს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

გ) 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

დ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ე) ომის ვეტერანები სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000  ჩათვლით.

3. ქვეპროგრამის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები ვერ ისარგებლებენ იმ მედიკამენტების დაფინანსებით, რომელთა დაფინანსებასაც ითვალისწინებს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ჩართულია „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამაში.

4. ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (კანონმდებლობით დადგენილი ფორმით);

ე) ლიცენზირებული აფთიაქის მიერ გაცემული განფასება (კალკულაცია), სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100ა-ით განსაზღვრული მედიკამენტების ან  ტესტ-ჩხირების საჭიროების  შესახებ;

ვ) ქვეპროგრამის ბენეფიციართან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მიმღები;

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სარეიტინგო ქულით;

თ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემთხვევაში დახმარება გაიცემა, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შედგენილი აქტის შესაბამისად.

ი) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავ