1. „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება       70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის ვეტერანების სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000  ჩათვლით (შემდგომში ბენეფიციარები) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს;

ბ) შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა გლუკომეტრების შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსების  წესსა და პირობებს.

2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურ