1. „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეებისათვის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსების წესსა და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში – „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“)