1. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემული მედიკამენტების შესაბამისად დგება მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურსა და აფთიაქს შორის.

2. მუნიციპალიტეტის მიერ ბენეფიციარისთვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების გაცემისას დგება  მიღება-ჩაბარების აქტი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურსა და მოქალაქეს შორის.

3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

დანართი №3

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია" (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წე