1.„მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფის” მიერ დაფინანსების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სახელზე მზადდება წერილი მოქალაქის დაფინანსების თაობაზე. ანგარიშსწორებისათვის სამედიცინო დაწესებულება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
2.ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
დანართი №2
„მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წე