1. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პირებს (შემდგომში - "მოსარგებლე") წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ესაჭიროებათ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება:
ა) ავთვისებიანი სიმსივნეების (კერძოდ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი C00-C97) დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:
ა.ა) წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;
ა.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1500,00 ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.
ა.გ) წელიწადში არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
ბ) კარდიოქირურგიული მომსახურება (მათ შორის კორონაროგრაფია, სტენტირება, აბლაცია და გადაუდებელი კარდიოქირურგია) , რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:
ბ.ა) წელიწადში არაუმეტეს 1500,00 (ერთი ათას ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
ბ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1200,00 (ერთი ათას ორასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.
ბ.გ) წელიწადში არაუმეტეს 800,00 (რვაასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
გ) გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება, რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:
გ.ა) წელიწადში არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;
გ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 800,00 (რვაასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.
გ.გ) წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
დ) კომპიუტერული გამოკვლევები (CT და MRT კვლევები) , რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) .
ე) მოხუცებულობითი კატარაქტა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H25) , ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34) , ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35) , სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50) , ცხვირის პოლიპი (J33) , M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) .
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, კერძოდ, გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას პაციენტის საავადმყოფოდან გამოწერამდე.
4.ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორი ან მეტი ქვეპუნქტით სარგებლობისას, ქვეპროგრამით დადგენილი სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ქვეპროგრამით მოსარგებლეზე შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის განცხადებები:
ა) განცხადება, რომელსაც თან არ ახლავს ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ბ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოში მომართვამდე განხორციელებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა (გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი კარდიოქირურგიული მომსახურებისა) ;
გ) განცხადება საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით;
დ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით;
ე) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება შემდეგი დიაგნოზების მიხედვით: რეფრაქციისა და აკომოდაციის დარღვევები (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H52) , მოხუცებულობითი კატარაქტა (H25) , ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34) , ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35) , სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50) , ცხვირის პოლიპი (J33) , M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) ზოგადი სიმსუქნე (E66) , რქოვანას სხვა ავადმყოფობები (H18) და სკლერისა და რქოვანას დაზიანებები იმ ავადმყოფობების დროს, რომლებიც შეტანილია სხვა რუბრიკებში (H19) , გარდა მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა
ვ) განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება;
ზ) განცხადება სამედიცინო დახმარების თაობაზე, თუ მოქალაქეს მიღებული აქვს დახმარება წლის განმავლობაში ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ლიმიტების მაქსიმალური ოდენობის ფარგლებშ