1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური.
2. ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დაფიქსირებულია საჭიროებს, თუ არა ბენეფიციარი დახმარებას. თუ ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მიღების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება ამ ქვეპროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი დაფინანსების თაობაზე წერილობით აცნობებს მოქალაქის მიერ არჩეულ იმ აფთიაქს, საიდანაც ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილია ფორმა №IV-100ა-ით გათვალისწინებული მედიკამენტების განფასება (კალკულაცია).
3. მედიკამენტებით დახმარების მიზნით დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილში მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია;
ბ) აფთიაქის სახელწოდება;
გ) დაფინანსებული თანხის ოდენობა;
დ) წერილის მოქმედების ვადა.
4. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება შეადგენს ერთი მოსარგებლისათვის წელიწადში არაუმეტეს 100 (ასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.
5. სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირებით დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ მოსარგებლეზე წელიწადში არა უმეტეს 4 (ოთხი) კოლოფით.
6. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე აფთიაქი ბენეფიციარს გადასცემს ფორმა №IV-100ა-ში გათვალისწინებულ მედიკამენტებს, რომლის ღირებულებასაც ანაზღაურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. მოქალაქე თავისუფალია ლიცენზირებული აფთიაქის არჩევაში.
7. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისათვის დიაბეტის ტესტ-ჩხირების შესყიდვას მუნიციპალიტეტი ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. საანალიზო ტესტ-ჩხირებს ბენეფიციარს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურ