1.  პროგრამით  მოსარგებლეთა კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების  დაყოვნების, ცერებრული დამბლის ან დაუნის სინდრომის (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - R62; G80;  Q90) მქონე ბავშვები და მოზარდები (ბენეფიციარები), რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ასაკი განისაზღვრება ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი - R62-ის შემთხვევაში 2-დან 15 წლამდე, ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - G 80 და Q 90-ის შემთხვევაში 2-დან 18 წლამდე.

2. პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობითი აღმზრდელის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100ა (დადგენილი ფორმით და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული);

ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ინვოისი;

ვ) სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ.) ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორების - G80;  Q90 კურორტული რეაბილიტაციის შემთხვევაში ინვოისი და კალკულაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კურორტიდან.

თ) სოციალურად დაუცველი პირის შემთხვევაში ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, შესაბამისი სარეიტინგო ქულით;

3. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავ