1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. ამ წესით დადგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 1 წლიანი რეგისტრაცია მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით.

2. თუ ოჯახი დროებით აღარ ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერება), ამ შემთხვევაში ოჯახი მიიღებს განაცდური თვეების დახმარებას მას შემდეგ, რაც აღდგება ოჯახის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

3. ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ქალაქ რუსთავში მცხოვრები (რეგისტრირებული) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ყოველთვიურად მატერიალური დახმარების გაწევას, თითო არასრულწლოვან ბავშვზე 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. ბავშვისთვის 18 წლის შესრულების შემთხვევაში, პროგრამით დადგენილი დახმარება ოჯახს შეუწყდება მომდევნო თვიდან, მხოლოდ იმ ოდენობით, რასაც იღებდა ოჯახი ბავშვის 18 წლის შესრულებამდე. ოჯახის დახმარება დანარჩენ არასრულწლოვან ბავშვებზე დარჩება უცვლელი.

4. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა კრიტერიუმებთან შესაბამისობა და ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე;

ბ) ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ე) ერთ-ერთი მშობლის ან ბავშვების სხვა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერის დედანი, დამოწმებული ბანკის ბეჭდით.

5. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონეპირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავ