1. "საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება" (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განხორციელების წესი" (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა) ერთჯერადი მატერიალური დახმარების განხორციელების პირობებს და პროცედურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური (შემდგომში - „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“