1.  ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით დადგენილი დახმარების მისაღებად გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობის ასლი, ან სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შესაბამისი უწყების მიერ;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.

2. ქვეპროგრამით მოსარგებლე ვეტერანთა რაოდენობა ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახურის მიერ დგინდება  სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებული ვეტერანთა სიების საფუძველზე. აღნიშნული სია შესაბამისობაში მოდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ მოწოდებულ ბაზასთან.

3. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ომში დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებიც სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებულ სიაში არ ფიქსირდებიან (არ გააჩნიათ ვეტერანის მოწმობა), თუმცა შესაბამისი უწყების მიერ მინიჭებული აქვთ ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი (მოქალაქე განცხადებით წარმოადგენს სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს