1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველთვიურად შესაბამისობაში მოდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბაზასთან. ზემოაღნიშნული, ყოველთვიურად განახლებადი ბაზების საფუძველზე ცვლილება შეიძლება შევიდეს ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობაში, რაც გამოიწვევს ცვლილებას ანგარიშსწორებისას.
3. დაფინანსების გაცემა ხორციელდება მონაცემების გადამოწმებისა და მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
4. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება წინამდებარე წესით საგებლობის უფლებ