1. დაფინანსების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წერილის საფუძველზე მოქალაქის მიერ შერჩეული აფთიაქის მიერ გაცემული მედიკამენტებისა და საანალიზო ტესტ-ჩხირების შესაბამისად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურსა და აფთიაქს შორის.
2. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზ