1. აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული და მცხოვრები პირები/ოჯახები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:
ა) 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, 2004 წლის აგვისტოს შიდა ქართლში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახები. თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. წესით გათვალისწინებულია 12 (თორმეტი) ოჯახის მატერიალური დახმარება.
ბ) "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის "ა" პუნქტით დადგენილი ვეტერანთა კატეგორია. თითოეული მეორე მსოფლიო ომის მონაწილისათვის (13 ვეტერანი) გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 (ას ორმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირებისათვის (47 ვეტერანი) მატერიალური დახმარება 80 (ოთხმოცი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები (გარდა 2008 წელს და 2004 წელს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული მებრძოლებისა). თითოეული ოჯახისათვის გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 (ას ორმოცდაათი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით. წესით გათვალისწინებულია 65 (სამოცდახუთი) ოჯახის დახმარება.
2. გამონაკლისი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავ