1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში უსახლკარო ოჯახად/პირად რეგისტრირებული:

ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 21 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან;

ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 21 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისად).

გ) თუ ოჯახი მრავალშვილიანია;

დ) თუ პირი ძალადობის მსხვერპლია (მსხვერპლის ვადის ამოწურვამდე);

ე) თუ 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდა სახელმწიფო ზრუნვიდან გასულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში;

ვ) თუ ოჯახი შედგება მხოლოდ მარტოხელა ( შვილების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება) ხანდაზმული 70 წელზე მეტი ასაკის პირის /პირებისაგან;

ზ) თუ ოჯახი შედგება შშმ პირის/პირებისაგან.

2. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და ოჯახის სხვა წევრების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის /ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ცნობა ოჯახური შემადგენლობისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული შესაბამისი სამსახურის/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ (საჭიროების შემთხვევაში);

ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ;

თ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის და ქირით ცხოვრების შესახებ გამქირავებლის პირადი მონაცემების მითითებით – გვარი, სახელი, პირადი ნომერი (გაცემული ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ);

ი) გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

კ) ინფორმაცია უსახლკარო ოჯახად/პირად რეგისტრაციის შესახე