1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან:

ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წევრები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ პირი ან შშმ ბავშვი;

ბ) ოჯახი, რომლის ყველა წევრი პენსიონერია;

გ) ოჯახი, რომელიც შედგება მხოლოდ მარტოხელა მშობლის და არასრულწლოვანი შვილის/შვილებისაგან;

დ) ოჯახი, რომლის სარეიტიგო ქულა უფრო ნაკლებია.

2. ამ მუხლის 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთი და იმავე კატეგორიების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ყოველი მომდევნო პუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს.

3. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის /ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ;

ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ვ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV 100/ა;

ზ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში