1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;

ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.

2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში.

3. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის (ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის ასლი, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი) წარმოდგენიდან 60 კალენდარულ დღეში.

4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამის