1. ბენეფიციართა უფასო კვება განხორციელდება კვირაში ექვსი დღე, დღეში ერთხელ, ადგილზე –ქალაქ გურჯაანში და სოფელ კაჭრეთში. ტერიტორიულად დაშორებულ დასახლებებში და გადაადგილების უნარშეზღუდული პირისთვის (რასაც ადასტურებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100/ა) საკვების მიტანა განხორციელდება საცხოვრებელ ადგილზე მიტანით.
2, ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 400-ს.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ დღეს ძირითადი სიის ცალკეული ბენეფიციარები რაიმე მიზეზით არ იღებენ კუთვნილ ულუფას, არგამოცხადებულ ბენეფიციართა ნაცვლად საკვების მიღების უფლება აქვთ დამატებითი სიის ბენეფიციარებს. დამატებითი სიის ბენეფიციართა ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი სიის 5%-ს.
4. ქვეპროგრამის როგორც ძირითად, ასევე დამატებით სიაში ჩარიცხვა და ამორიცხვა ხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანები