1. ქვეპროგრამიდან ამორიცხვა (საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გარდაცვალება, ბენეფიციარის პირადი განცხადება, ბენეფიციარის მხრიდან ერთ თვეში 10 არასაპატიო მიზეზით გაცდენა) განხორციელდება ა(ა) იპ „მოქალაქეთა თანადგომის“ დირექტორის მომართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
2. პროგრამის მოსარგებლის სტატუსი არ განესაზღვრება ოჯახის წევრს, რომელიც არის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულების აღსაზრდელი.
3. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს წელიწადში ერთხელ მოახდინოს პროგრამის მოსარგებლე ოჯახების გადამოწმება ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შეუსაბამობის დადგენა პროგრამით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველია.
დანართი №9
ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების დახმარება
(პროგრამული კოდი 06 02 1