1. თანადაფინანსება არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) ბენეფიციარმა მიმდინარე წელს უკვე ისარგებლა ამ დადგენილების მე-6 დანართის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით, ან ამავე დანართის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დახმარებით.
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადაა 60 კალენდარული დღე.
3. შესრულებული სამუშაოს შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა არაუგვიანეს 60 კალენდარული დღე.
4. თანადაფინანსების თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ ,,ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს“ და/ან მიერ გაცემულ მიმართვაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული პაციენტის გადასახდელი თანხიდან გამომდინარე. თუ მომსახურება არ ფინანსდება (შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში), მაშინ დაფინანსება მოხდება დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
დანართი №8
ა(ა)იპ
–
სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია
„მოქალაქეთა თანადგომის“ დაფინანსება
(პროგრამული კოდი 06 02 0