1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე პირის, შშმ ბავშვის, დევნილის სტატუსის მქონე პირის და მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილის, მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე სტუდენტის, მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული პირის მედიკამენტების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების შემთხვევის), განხორციელდება მედიკამენტების ღირებულების 50%-ით, არაუმეტეს 200 ლარისა წელიწადში ერთხელ.

2. მიასთენიის, გაფანტული სკლეროზის, 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიის და თირკმელის დაავადების III-V სტადიის დიაგნოზის მქონე პირების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტის ოდენობა შეადგენს 800 ლარს (ერთჯერადად გაიცემა 200 ლარი. გაცემულ დახმარებებს შორის პერიოდი არ უნდა შეადგენდეს 3 თვეზე ნაკლებს).

3. 18 წლამდე ასაკის A ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშვების საანალიზო ჩხირების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 800 ლარს (ერთჯერადად გაიცემა 200 ლარი. გაცემულ დახმარებებს შორის პერიოდი არ უნდა შეადგენდეს 3 თვეზე ნაკლებს).

4. ონკოლოგიური დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 500 ლარ