1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები:

ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი;

ბ) დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი;

გ) სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირი.

2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV100/ა (გაცემული არაუადრეს 90 კალენდარული დღისა);

ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული არაუადრეს 90 კალენდარული დღისა);

ვ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;

ზ) ვეტერანის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

თ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);

ლ) ძალადობის მსხვერპლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) დოკუმენტი სახელმწიფო ზრუნვის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში