1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები, დევნილის სტატუსის მქონე და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული:

ა) სახელმწიფო პროგრამის (ბავშვთა ადრეული განვითარების და/ან ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამების)მაძიებელი:

ა.ა) 0-18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი – Q 90;

ა.ბ) 0-დან 7 წლის ჩათვლით ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი – R 62.0;

ა.გ) 0-დან 18 წლის ასაკის ჩათვლით აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი – F 84.0, F 84.1, F 84.5, F 84.9;

ა.დ) ბავშვთა ცერებრალური დამბლა – G 80.

ბ) 7 წლიდან 18 წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი – F84.0, F84.1, F84.5, F84.9; სახელმწიფო პრორამის მიღმა დარჩენილი ბავშვი;

გ) 0-დან 7 წლის ასაკის ჩათვლით აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე ბავშვი – F 84.0, F 84.1, F 84.5, F 84.9;

2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლი) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობის) ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV 100/ა;

ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;

ვ) ცნობა მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან სერვისის მიწოდების შესახებ;

ზ) ცნობა – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან შესაბამისი პროგრამის მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

თ) აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის „ADOS–2“ ტესტირების შედეგი (საჭიროების შემთხვევაში) გაცემული ბოლო ერთი წლის განმავლობაში;

ი) გადაწყვეტილება კანონიერი წარმომადგენლის შესახე