1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში დევნილის ან ლტოლვილის სტატუსის მქონე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში და აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტეტიტორიაზე მცხოვრები ოჯახი, რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;

ბ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

გ) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;

დ) ოჯახი, რომელიც განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ე) ოჯახი, რომელსაც დროებით შეჩერებული აქვს სარეიტინგო ქულა გადამოწმების მიზნით;

ვ) ოჯახი, რომელმაც მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით და არ არის ამოწურული კანონმდებლობით განსაზღვრული ქულის მინიჭების ვადა.

2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ „ბ“ „გ“, „დ“, „ე“ „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

დ) ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ, გაცემული მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში;

ე) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების ასლი სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან ბავშვის რეინტეგრაციის შესახებ;

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბავშვის შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV-100/ა;

თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცნობა გაცემული სოციალური მომსახურების სააგენტოდან აღნიშნული ფაქტის შესახებ.

ი) ინფორმაცია, ბავშვთან/ბავშვებთან ერთად, ერთ ჭერქვეშ მცხოვრები მშობლის/მშობლების, კანონიერი წარმომადგენლის შემოსავლების შესახებ, გაცემული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ. (აღნიშნული მონაცემების გამოთხოვას უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ახორციელებს საქმისმწარმოებელი სოციალური მუშაკი, რომელიც ზემოთ ხსენებულ პირთა შესახებ, ითხოვს უკანასკნელი ერთი წლის დეკლარილებულ ინფორმაციას