1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;

ბ) ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტს რეკომენდაციის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას (ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით გაცემული რეზოლუციის ფორმით) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის თქმის თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება დაინტერესებულ პირს წერილობით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ მზადდება და გაიცემა ვაუჩერი განმცხადებლის სახელზე.

3. განმცხადებელს, მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ეცნობება წერილობით, რომლის მიღების მე-2 დღიდან იგი ვალდებულია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ჩათვლით ჩაიბაროს გაცემული ვაუჩერი, აგრეთვე მისი ჩაბარების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სოციალური მუშაკის ზედამხედველობით მიმწოდებელთან გაანაღდოს ვაუჩერი. აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში გაცემული ვაუჩერი ჩაითვლება გაუქმებულად.

5. ვაუჩერის განაღდებას მეთვალყურეობს უფლებამოსილი სოციალური მუშაკი.

4. განაღდებული ვაუჩერი ანაზღაურდება ვაუჩერის „ბ“ ნაწილის, მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, საამისოდ სპეციალურად გამოწერილი, საგადასახადო დოკუმენტაციისა და სოციალური მუშაკის წერილობითი დასკვნის საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

5. განმცხადებლების დაკმაყოფილება მოხდება ბიუჯტით განსაზღვრული თანხის ამოწურვამდე. თუ განმცხადებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს მაგრამ (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. შესაბამისი რესურსის შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ფინანსური რესურსის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების რიგითობის გათვალისწინები