1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას:
ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.
2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალური პროგრამის ვადის ამწურვამდე.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: რეესტრს (ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი მომსახურების სახეობა, მომსახურების ჯერადობა, მომსახურების ჩატარების ადგილი, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა), ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. მომსახურება ანაზღაურებას ექვემდებარება 60 სამუშაო დღეში.
5. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისა