1. ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ შემდეგი გაანგარიშებით: ოჯახში მაცხოვრებელ თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. ერთ ოჯახზე ვაუჩერის საფუძველზე შესაძლებელია განაღდდეს არაუმეტეს 300 ლარის ღირებულების საქონელი;

ბ) ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ შემდეგი გაანგარიშებით: ოჯახში მაცხოვრებელ თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. ერთ ოჯახზევაუჩერის საფუძველზე შესაძლებელია განაღდდეს არაუმეტეს 200 ლარის ღირებულების საქონელი;

გ) სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ შემდეგი გაანგარიშებით: ოჯახში მაცხოვრებელ თითოეულ ბავშვზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. ერთ ოჯახზე ვაუჩერის საფუძველზე შესაძლებელია განაღდდეს არაუმეტეს 200 ლარის ღირებულების საქონელი;

დ) საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ. ვაუჩერის საფუძველზე შესაძლებელია განაღდდეს არაუმეტეს 1300 ლარის ღირებულების საქონელი;

ე) საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა – ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1300 ლარს.

2. ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ღონისძიებით საბიუჯეტო წლის განმავლობაშ