1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ბავშვი:
ა) 0-დან ერთი წლის ჩათვლით ასაკის ბავშვი, რომლის ოჯახი პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მომართვის დროს რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა და ბავშვი არის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის მაძიებელი;
ბ) ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული პირები.
2. თანადაფინანსების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ე) ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);
ზ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
თ) ცნობა სსიპ –სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან შესაბამის პროგრამის მაძიებლად რეგისტრაციის შესახებ (პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს მიკუთვნებული ბენეფიციარისთვის);
ი) გადაწვეტილება ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ, გაცემული მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს – კახეთის რეგიონული საბჭოს მიე