1. ქვეპროგრამით ანაზღაურება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;

ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.

2. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თვის მომდევნო თვიდან მშობლის საბანკო ანგარიშზე, თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ყოველი თვის 15 რიცხვამდე ყოველთვიურად ბავშვის 18 წლის ასაკის შესრულებამდე. 18 წლის შესრულების შემთხვევაში ბავშვის დახმარება შეწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

3. ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62 დადგენილებით დამტკიცებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის მოსარგებლე ოჯახებს გაუგრძელდეთ მოპოვებული უფლებები 2026 წლის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პრგრამის ფარგლებში.

4. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისა