1. ქვეპროგრამის მოსარგებლე სამიზნე ჯგუფია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) და მეტი არასრულწლოვანი შვილი, თუ ოჯახის შემადგენელ წევრთა 50% და მეტი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და/ან არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები დევნილის სტატუსის მქონე პირი.

2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის/ების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი

ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ვ) ოჯახის ყველა წევრის რეგისტრაციის ადგილის შესახებ ინფორმაცია, გაცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

ზ) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში