1. დახმარება გაიცემა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;

ბ) ქვეპროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას.

2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ დახმარება გაიცემა განცხადების შემოტანიდან არაუგვიანეს შემდეგი თვის 15 რიცხვამდე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.

3. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისა